დასუფთავდა მდინარე ჩხოუშიის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია


  • “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ზუგდიდის “ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის” წევრებმა, საკუთარი ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “დასუფთავების ცენტრისა” და კეთილმოწყობის მართვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად დაასუფთავეს მდინარე ჩხოუშიის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია.

“დღევანდელი დღეს შემეცნებითი და საინფორმაციო ხასიათიც ჰქონდა. ზუგდიდელ ახალგაზრდებს ცენტრის დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ და დირექტორის მოადგილე მირიან კილასონიამ, დასუფთავების ცენტრის ყოველდღიური საქმიანობა, მუშაობის მეთოდები და პრინციპები გააცნეს. ესაუბრნენ სიახლეებზე, ზუგდიდში, მუყაოსა და ქაღალდის განცალკევებული შეგროვების საპილოტე პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით. ასევე, ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა ახალგაზრდებს გააცნეს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება”.აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!