დასრულდა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი


  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დასრულდა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც აპლიკანტთა 76%-მა წარმატებით გაიარა.

უწყების ცნობით, დირექტორობის მსურველებს შეუძლიათ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე იხილონ მინისტრის ბრძანება და გადაამოწმონ მიღებული შედეგები:

https://mes.gov.ge/uploads/2023/658971.pdf

შედეგების გასაცნობად პირმა უნდა გამოიყენოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მისთვის მინიჭებული უნიკალური კოდი.

იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, შეუძლია, დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს ქვემოთ მოცემულ ბმულზე: https://directors.mes.gov.ge/index.php?module=directors&page=check


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!