დასრულდა “ევროპარლამენტის მოდელირება-2019”

ზუგდიდში, სამი დღე მიმდინარეობდა პროექტი “ევროპარლამენტის მოდელირება”.  ღონისძიება დაიწყო 8 თებერვალს. მუშაობა მიმდინარეობდა ისეთ თემებზე როგორიც არის: კიბერ უსაფრთხოება ევროკავშირში, მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები ევროკავშირში, ევროკაშვირის დამოკიდებულება ენერგო რესურსებით რუსეთზე და სხვა ქვეყნებზე, აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე, ინტერნეტ სივრცეში ადამიანების მასობრივი ჩაგვრის პრობლემაზე. დასკვნით ღონისძიებაზე ყველა კომიტეტმა წარადგინა რეზოლუცია, სადაც დასახელებული პრობლემების გადაწყვეტის რამდენიმე შესაძლო ვარიანტზე იმსჯელეს. იყო მწვავე დებატები და კრიტიკული შენიშვნები.  დელეგატები ირგებდნენ ევროკავშირის ქვეყნების წარმოამდგენლების როლს და შესაბამისი ქვეყნის პოზიციას იცავდნენ. დელეგატებმა  მნიშვნელობანად გაიუმჯობესეს დებატების კულტურა და სტრესულ მდგომარეობაში მუშაობის უნარი, გაეცნენ ევროპარლამენტის სტრუქტურას და მის შესაძლებლობებს. დროის მოკლე მონაკვეთში ისწავლეს რთული და მაშტაბური ამოცანების შესრულება.

პროექტის ფარგლებში გამართულ კონკურსში, პირველ ადგილი დაიკავა ეტი მესხიამ (ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლე), რომელიც 100% დაფინანსებით მიიღებს მონაწილეობას ევროპული აკადემიური ცენტრის საერთაშორისო პროგრამაში, პროგრამას თვითონ აირჩევს.
მეორე ადგილზე გავიდა საბა ქერქაძე (ხიდისთავის საჯარო სკოლა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), რომელიც 50% -ით დაფინანსდება.
მესამე ადგილი დაიკავა მერაბ დოლბაიამ (ხობის N1 საჯარო სკოლა), ის დაფინანსდება 30%-ით.
ევროპულმა  ცენტრმა გამოიჩინა გულისხმიერება  და დააჯილდოვა პროექტში აქტიურად ჩართული დელეგატი, წაალენიჯიხის ლიცეუმის მოსწავლე ტატო ჭანტურია და მას გადასცა 50%-იანი  ფასდაკლების ვაუჩერი საგანმანათლებლო ვიზიტით  ევროპაში.

ეროპარლამენტის მოდელირება არის ევროკავშირის ქვეყნებში შემუშავებული პროექტი და ყველა წევრ ქვეყანაში ტარდება, ზუგდიდი ამ პროექტით დატანილ იქნა რუქაზე, სადაც მონიშნულია ყველა ევროკავშირის ქალაქი, რომელშიც ჩატარებულა ევროპარლამენტის მოდელირება.

 

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …