დარჩელში გრიგოლ რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ გზას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ახალკახათი-ოქტომბერი-ცაიშის დამაკავშირებელ გზას უერთდება. პროექტი საავტომობილო გზასთან ერთად, სანიაღვრე არხებისა და ეზოებში მისასვლელების მოწყობას ითვალისწინებს.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 320 000 ლარით ფინანსდება.

დარჩელში მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twenty − 18 =

Akismet ანტისპამი