დარჩელის №2 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდებარე №2 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.

ზგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი სკოლის აღდგენით სამუშაოებს ითვალისწინებს, რაც მოსწავლეებისთვის თანამედროვე და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

დარჩელის №2 საჯარო სკოლა იმ 20 საჯარო სკოლას შორისაა, რომელთა პროექტირება-რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით ტენდერი გამოაცხადა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four − one =

Akismet ანტისპამი