დამსახურებულ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადაეცათ


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ,მერის პირველ მოადგილე გიგა ფარულავასთან და განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე დამსახურებულ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა და თითოეულ მათგანს გაწეული საქმიანობისთვის და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

პედაგოგთა პროფესიული განვითარების საქმეში გაწეული ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ცირა გულუას.

წარმატებული საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა რუხის საჯარო სკოლის დირექტორ გოგი თოდუას, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონკურსის ,,საჯარო სკოლის 2019 წლის საუკეთესო დირექტორი“-ს ფინალისტია.

აგრეთვე, წარმატებული საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა ზუგდიდის N 9 საჯარო სკოლის დირექტორ თეა გაბელაიას, რომელიც ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონკურსის “საჯარო სკოლის 2019 წლის საუკეთესო დირექტორი”-ს ფინალისტია.

საერთაშორისო პროექტებში აქტიური ჩართულობისა და თაობების აღზრდაში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა მანანა ნაჭყებიას-საქართველოს საპატრიარქოს ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის რექტორს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიცირებული საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს კახაბერ ფარცვანიას.

ფრანგული კულტურის პოპულარიზაციისა და თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა -საფრანგეთის განათლებისა და ახალგაზრდების ეროვნული სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს “აკადემიური პალმის ორდენის” კავალერს, ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის ფრანგული ენის პედაგოგს მედეა ჭაჭუას.

როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, ძალიან სასიხარულო და საამაყოა ის ფაქტი, რომ განათლების სისტემაში სწორედ ასეთი ღირსეული ადამიანები არიან ჩართული.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!