“დაიწყე ბიზნესი ტურიზმის სფეროში”


“დაიწყე ბიზნესი ტურიზმის სფეროში”-ამ თემატიკის ტრენინგი ჩატარდა დღეს, საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში და მას ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული უფროსკლასელები, სტუდენტები, მეწარმეები და აღნიშნულ სფეროში დასაქმებული პირები დაესწრნენ.

ტრენინგს, რომლის თემატიკა ტურიზმის ისტორიული განვითრების ეტაპებს და ფორმებს, სახეობებს, ტურიზმის ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ტურისტულ პროდუქტს და მომსახურებას გახლდათ, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, ტრენერი ნინო დევიძე უძღვებოდა.

საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო ზემო-სვანეთის წარმომადგენელმა მაია ღუბელაძემ, “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ “ტრენინგი ინტერაქტიული იყო ტრენინგის მონაწილეების შეფასება და ემოცია ერთ-ერთ ფოტოზე განსაკუთრებით ჩანს. 44136685_306325309959952_9032440128999522304_nშეხვედრაზე მონაწილეებს საქართველოს უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ და სერთიფიკატები გადავეცით”.

საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორმა, ტრენერმა ნინო დევიძემ “ზუგდიდელებთან” ისაუბრა დღევანდელი ტრენინგის მნიშვნელობაზე.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!