სტუდენტები დაზარალებულებს ეხმარებიან


 სტიქიით დაზარალებულებს სტუდენტებიც ეხმარებიან. ისინი სხვადასხვა სამუშაოზე საქმდებიან, რომ გამომუშავებული თანხები გადარიცხონ სტიქიით დაზარალებულთა ანგარიშზე. ,,ზუგდიდელებს” ესაუბრა  მერიის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული საბჭოს წევრი ირაკლი ჯიქია :„მაქსიმალურად ვცდილობთ შეგროვილი თანხით მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ დაზარალებულთა დასახმარებლად. ამ მხრივ, ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას ქალაქში. გიტარისტები გამართავენ კონცერტს 6 განსხვავებულ ადგილას, ასევე გაიმათება ფასიანი ფილმის ჩვენება კინოთეატრ ,,ატრიუმში” ორ სეანსად – 13.00 -სთ-ზე 15.00 სთ-ზე. ბილეთის ფასი შეადგენს 3 ლარს. მსურველებს შეეძლებათ ბილეთების შეძენა ადგილზე. ღონისძიებების ჩატარების შედეგად შემოსული თანხები გადაირიცხება დაზარალებულთა დახმარების ანგარიშზე.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.