სტიქიით დაზარალებულებს სტუდენტებიც ეხმარებიან. ისინი სხვადასხვა სამუშაოზე საქმდებიან, რომ გამომუშავებული თანხები გადარიცხონ სტიქიით დაზარალებულთა ანგარიშზე. ,,ზუგდიდელებს” ესაუბრა მერიის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული საბჭოს წევრი ირაკლი ჯიქია :„მაქსიმალურად ვცდილობთ შეგროვილი თანხით მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ დაზარალებულთა დასახმარებლად. ამ მხრივ, ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას ქალაქში. გიტარისტები გამართავენ კონცერტს 6 განსხვავებულ ადგილას, ასევე გაიმათება ფასიანი ფილმის ჩვენება კინოთეატრ ,,ატრიუმში” ორ სეანსად – 13.00 -სთ-ზე 15.00 სთ-ზე. ბილეთის ფასი შეადგენს 3 ლარს. მსურველებს შეეძლებათ ბილეთების შეძენა ადგილზე. ღონისძიებების ჩატარების შედეგად შემოსული თანხები გადაირიცხება დაზარალებულთა დახმარების ანგარიშზე.”