დავით ხუბუა შელიას განცხადებას პასუხობს


როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა  ზუგდიდელები.გე-ს აცნობა, საკრებულოს წევრის ბათლომე შელიას ბრალდებებს ტრანსპორტის სამსახურის უფროსი დავით ხუბუა პასუხობს და აცხადებს, რომ რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე შესაბამისი საგზაო ნიშნის განთავსება აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დარეგულირების მიზნით მოხდა. ტერიტორია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. მიზანმიმართულ პროვოკაციას და ცილისწამებას უწოდებს ხუბუა  თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების მძღოლების შევიწროებასა და ,,მეტრო პლუსის” ლობირების ბრალდებებს. რაც შეეხება პარკირებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების განთავსების საკითხს, გეგმაზომიერად, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს