დავითიანის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში მთავარანგელოზობა აღინიშნა


  • 21 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მიქაელ მთავარანგელოზის და სხვათა უხორცოთა ძალთა კრებას აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით, სოფელ დავითიანის (თარგამულის) მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში  სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესოებამ ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.

წირვის დასრულების შემდეგ, გაიმართა ტრაპეზი.

მიქაელ მთავარანგელოზის დღესასწაული 21 ნოემბერს აღინიშნება, რადგან ნოემბერი მარტიდან მეცხრე თვეა, რომლიდანაც უწინ წელიწადის ათვლა იწყებოდა, ხოლო ცხრა – ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!