- ყოველწლიურ მსოფლიო დასუფთავების აქციას წელსაც შეუერთდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და 20 სექტემბერს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა დასუფთავების აქცია “დავასუფთაოთ მსოფლიო” – “დავასუფთაოთ საქართველო”.
აქციაში აქტიურად ჩაერთო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” -ს მთელი კოლექტივი. დასუფთავდა ქალაქის 3 და სასოფლო ტერიტორიული ერთეულების 13 ლოკაცია. მყარი ნარჩენებისაგან გაიწმინდა: ქალაქში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა და მიმდებარე ტერიტორიები, ვეტერანთა ხეივანი ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქალაქის მეთერთმეტე საჯარო სკოლისა და მდინარე კუჩხობონის მიმდებარე ტერიტორიები, ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ”საქმიანი ეზო. დასუფთავების აქციაში აქტიურად ჩაერთო გაეროსა და ევროკავშირის ზუგდიდის წარმომადგენლები ზუგდიდელ ახალგაზრდებთან ერთად. მათ მიერ მყარი ნარჩენებისაგან გაიწმინდა ანაკლიის სანაპირო ზოლი.
დასუფთავების კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის , სხვადასხვა საჯარო და კომერციული ობიექტების თანამშრომლებმა.
დასუფთავების აქცია გრძელდება 21 და 22 სექტემბერსაც.