- ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი სკოლის ასაკის მოსწავლეებს ახალ საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამას სთავაზობს, სახელწოდებით – “ევროპული არქიტექტურის სტილები და დადიანების სასახლე”.
პროგრამის მიზანია მოსწავლეთა დაახლოება მუზეუმთან, ასევე მათი შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარება. პროექტი განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VII-X კლასის მოსწავლეებისათვის.
პროგრამის ძირითადი კომპონენტები:
- საექსკურსიო ნაწილი: გიდის თანხლებით მუზეუმის დათვალიერება და დადიანების უნიკალური კოლექციის გაცნობა.
- თემატური ლექცია: ინფორმაცია ევროპული არქიტექტურის სტილებზე, მათ დამახასიათებელ ნიშნებსა და კავშირზე დადიანების სასახლესთან.
- პრაქტიკული აქტივობა: მონაწილეების მიერ სასახლის დახატვა მათთვის სასურველ ევროპულ სტილში.
სამუშაო განრიგი და პირობები:
- დრო: სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
- ხანგრძლივობა: 60 – 90 წუთი.
- ჯგუფის რაოდენობა: 15 – 30 მოსწავლე.
- პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია.
მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1
ტელეფონი: 595 28 76 76
