დადიანების სასახლეში, ანდრია დადიანის ისტორიული ოქროს საათის ნახვას შეძლებთ


  • ანდრია დადიანის ისტორიულმა ოქროს საათმა ევროპის ბევრი ქალაქი შემიარა და ისევ ზუგდიდს დაუბრუნდა. მისი ნახვა მსურველს ოქროს ფონდის სივრცეში შეუძლია. ისტორიული საათის შესახებ, დადიანების სასახლის ფეისგვერდი წერს:

“ბავშვობიდანვე ჰქონდა საოცარი ნიჭი, არაჩვეულებრივად სწავლობდა, თავისუფლად საუბრობდა სხვადასხვა ენაზე. განსაკუთრებით ჭადრაკი უყვარდა. სასახლეში წვეულ სტუმრებს ისე პეტერბურგში ილია ჭავჭავაძეს შეხვდა. “ილია გვარიანად თამაშობდა, როცა პატარას მიუჯდა, ეგონა იოლად მოუგებდა. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა ამ ათი წლის ბიჭმა მეთორმეტე სვლაზე რომ მოუგო პარტია. ილია დაინტერესდა და ჯიუტობა დაიწყო. სულ აგებდა და გაიძახოდა: კიდევ ვითამაშოთ, კიდევ ვითამაშიოთო. ვერც ერთხელ მოიგო. გაოცდა ილია, დიდად გაოცდა. მერე ხელი მოჰხვია “მეტოქეს”, გადაკოცნა და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.

ასეც მოხდა. ანდრია დადიანს ერგო იმ პირველი ქართველი მოჭადრაკის ტიტული, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა და ჭადრაკის აღიარებული გრანდები აალაპარაკა. British Chess Magazine წერდა: “ჭადრაკის თამაში დედამ ასწავლა ადრეულ ასაკში, ნამდვილი სკოლა კი ევროპაში გაიარა. მისი პარტიები საუცხოოა და საჭადრაკო ლიტერატურაში დარჩება როგორც შედევრი”.

ამერიკა, 1959 წელი.

სან-ფრანცისკოს დარბაზი ტაშს უკრავს სუხიშვილებს!

კონცერტის დასრულების შემდეგ ქართველი ემიგრანტი მათ რესტორანში ეპატიჟება და ემოციური ისტორიაც იწყება.

მასპინძელს ხელში ოქროს საათი უჭირავს, დედამ ანდრიას უსახსოვრა. დროის ისარმა ბევრ ქალაქში იწიკწკიკა, ანდრიას გარდაცვალების შემდეგ კი უჩა დადიანს ჰქონდა. უცხოეთს თავშეფარებულს გაუჭირდა, დააგირავა და ვერ დაიბრუნა…

სუხიშვილების მასპინძელი უჩას ძმისშვილი, ლევან დადიანია, რომელმაც დიდი ძალისხმევით კერძო კოლექციონერისგან საათი დაიბრუნა. ემიგრანტი, ამაყი და თვალცრემლიანი, მოცეკვავეებს საგანძურს აბარებს:
– ამ ნივთს თვალისჩინივით ვუფრთხილდები, ასე მგონია თან დამყვება წინაპართა ლოცვა-კურთხევა, დღეს კი გადავწყვიტე თქვენ გაგატანოთ. გთხოვთ, ჩაიტანოთ საქართველოში და ზუგდიდის მუზეუმს ჩააბაროთ. ახსოვთ მუზეუმელებს ის ემოციური დღე, როცა ილიკო სუხიშვილმა რელიქვია დადიანების სასახლეში მოიტანა.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!