დადიანების სასახლეთა მუზეუმმა International Travel Awards 2026-ის ჯილდო მოიპოვა


  • 14 ნოემბერს საქართველოს სასახლე მუზეუმების გაერთიანების – დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულმა მუზეუმმა „International Travel Awards 2026“-ის ჯილდო მიიღო ნომინაციაში „წლის საუკეთესო ისტორიულ-კულტურული მუზეუმი საქართველოში“ (Best Historical and Cultural Museum In Georgia).

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ დუბაიში გაიმართა.

“International Travel Awards”-ი მსოფლიოში ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის მიმართულებით ერთ-ერთ ავტორიტეტულ პროგრამას წარმოადგენს. აღნიშნული საერთაშორისო აღიარება ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და სამუზეუმო სფეროს მნიშვნელოვანი წარმატებაა, რაც დადიანების სასახლის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას ემსახურება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × 1 =

Akismet ანტისპამი