დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი მუშაობას 8 თებერვალს განაახლებს


  •  დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი სამი თებერვლის ნაცვლად, მუშაობას რვა თებერვალს განაახლებს. ინფორმაციას დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ავრცელებს.

“მოგეხსენებათ, რომ მუზეუმი დაკეტილი იყო 2022 წლის 28 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით, მუზეუმის თანამშრომლებში კოვიდ ვირუსის დაფიქსირების გამო. არსებული რეალობის გათვალისწინებით მუზეუმის გახსნის თარიღმა გადაიწია. მუზეუმი მუშაობას განაახლებს 8 თებერვალს. დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two × 3 =

Akismet ანტისპამი