- ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს.
მუზეუმის დირექტორმა, ანზორ ოყუჯავამ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ქანდაკების გაუჩინარება დილის 9 საათზე აღმოაჩინეს, როდესაც უსაფრთხოების სამსახური ეზოში შემოვლას აკეთებდა.