8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, „ქალთა მოძრაობის’’ ორგანიზებით, თბილისში და სხვა ქალაქებში გაიმართა სოლიდარობის აქცია “დაამსხვრიე შუშის ჭერი’’. აქციას ზუგდიდიდანაც შეუერთდნენ სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის ეზოდან კიდევ ერთხელ გააჟღერეს, რომ ქალთა მიმართ არსებული სტერეოტიპული მიდგომები უნდა დაიმსხვრეს.
სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანლის ციცინო შენგელიას განცხადებით: „სამწუხაროდ, საზოგადოება, ჩვენ ქალებს ბავშვობიდანვე გვაჩვევს და გვამყოფებს სტერეოტიპულ გარემოში და პრობლემის გადაჭრა არის უფრო კომპლექსური. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩაერთოს განათლების სისტემის სხვადასხვა სტრუქტურა. ის, რომ ჩვენ, ბავშვობიდან, გვაძალებენ, რომ ვიყოთ მზრუნველი, ვიღაცაზე დამორჩილებული, ეს ხელს უწყობს სტერეოტიპის ხელშეწყობას, რომ ქალის ადგილი არის ოჯახში’’.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=PQJ5mJlZklQ[/embedyt]
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, დავით ლოგუას თქმით, ქალმა თანასწორად, რომ იგრძნოს თავი, მას სახელმწიფომ, საზოგადოებამ, სოციუმმა უნდა შეუწყოს ხელი.