გურგენ სართანია იბრძოლებს ზუგდიდის გამგებლობისთვის


ამ დილით, ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გურგენ სართანია აპირებს დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას და იბრძოლებს არჩევნებში გამგებლის პოსტის დასაკავებლად.

ასევე, გურგენ სართანია, გავრცელებული ინფორმაციით, დატოვებს “ქართულ ოცნებას” და გაწევრიანდება “პატრიოტთა ალიანსში”. სწორედ ამ პარტიიდან იყრის ის კენჭს გამგებლობისათვის. “ზუგდიდელებთან” საუბარში გურგენ სართანიამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ამ წუთებში, არ იმყოფება ადგილზე და უახლოესი სამი დღის განმავლობაში, ის მედიას გააცნობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ ტოვებს “ქართულ ოცნებას” და რა პროგრამით იბრძოლებს გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!