გურამ როგავა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო


  • ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ზუგდიდელი გურამ როგავა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ მან საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემატყობინა, რომ დაზარალებულად მცნეს. დღეს, 3 საათზე ვარ დაბარებული უწყებაში, გავარკვევ, რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება და რა არის სიახლე. დეტალებს გაგაგებინებთ!“ – წერს გურამ როგავა.

ინფორმაციისთვის: ჟურნალისტი გურამ როგავა 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ღონისძიების მიმდინარეობისას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!