გულშემატკივრებს ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შეეძლებათ


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გულშემატკივრებს ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შეეძლებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“18 ივნისს საქართველო-თურქეთის მატჩის ჩვენება 20:00 საათზე დაიწყება. ტაიმებს შორის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის მუსიკალური ბენდი ,,ბოლო ოთახი”-ს ახალი სიმღერის პრეზენტაცია გაიმართება. ახალგაზრდები ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ “ოდიშის” მაისურებით უქომაგებენ ეროვნულ ნაკრებს. იქნება სახის მოხატვა. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მატჩების ჩვენება დიდ ეკრანზე ყოველდღე გაიმართება. 17:00 საათიანი და 20:00 საათიანი მატჩის ჩვენება ბოტანიკური ბაღის საკონფერენციო დარბაზში დიდ ეკრანზე გაიმართება , ხოლო 23:00 საათიანი ჩვენება ბოტანიკური ბაღის ღია სივრცეში ( საკონფერენციო დარბაზის წინ ). ბოტანიკურ ბაღში შესვლა 19:30-დან უფასოა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!