გუბერნატორი სპორტსმენებს შეხვდა


სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ლევან შონია, ქალაქ ზუგდიდის მერთან, ირაკლი გოგოხიასთან და რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად სპორტის სხვადასხვა სახეობაში მწვრთნელებსა და სპორტსმენებს შეხვდა და გაეცნო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს. 
ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ აღნიშნა, რომ კვლავ გაგრძელდება გამარჯვებული სპორტსმენების მხარდაჭერა. ქალაქ ზუგდიდის მერია პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენებს 1000 ლარიანი ფულადი ჯილდოთი ასაჩუქრებს, აგრეთვე უფინანსებს მგზავრობას მომდევნო ტურნირისათვის როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპორტსმენების მომზადებას სხვადასხვა ტურნირისათვის.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თქმით, ზუგდიდში მულტიფუქნციური სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება, რომელიც სპორტის თითქმის ყველა მიმართულებას მოემსახურება. ლევან შონიას ინფორმაციით, მშენებლობა 2015 წელს დაიწყება, თუ საამისოდ რომელი ტერიტორია შეირჩევა, ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მსგავსი სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება ზუგდიდის მსგავსად კიდევ საქართველოს ხუთ ქალაქში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.