ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სოფელ გრიგოლიშს სახელი გადაერქვა და მას ეწოდა “ალერტკარი”. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე იქნა მიღებული.
საკრებულოს თავმჯდომარის მაიზერ ნანავას განმარტებით, ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა შემოვიდა წინადადებით, რომ ამ სოფელს გარდარქმეოდა სახელი. “სამათავრობო კომისიამ მიიღო დადგენილება და ჩვენ მოვიყვანეთ შესაბამისობაში. დღეიდან გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულს დაერქმევა ალერტკარის ადმინისტრაციული ერთეული”. კითხვაზე, თუ რატომ ალერტკარი, საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ ალერტკარი ქრისტიანული სალოცავია, ხატი, შესაბამისად მოსახლეობას უნდოდა ეს სახელი ქრმეოდა და მათ მიერ იყო ინიცირებული.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ნარაზენში ხობის ქუჩას სახელი გარდაერქვა და გახდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქუჩა.