გრენლანდიაში ყინული სწრაფად დნება და გიგანტური აისბერგი ნაწილებად იშლება

  • თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო არა­ერ­თი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას, მათ შო­რის, ერთ-ერთი მთა­ვა­რი გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც საფრ­თხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს.

რო­გორც BBC წერს, გრენ­ლან­დი­ის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, სა­დაც ყვე­ლა­ზე დიდი და მა­სი­უ­რი ყი­ნუ­ლის ფე­ნაა დარ­ჩე­ნი­ლი, ყი­ნუ­ლი რე­კორ­დუ­ლი სის­წრა­ფით დნე­ბა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­უ­ბა­რია აის­ბერ­გზე, სა­ხე­ლად 79N-ზე, რომ­ლის ფარ­თო­ბიც, და­ახ­ლო­ე­ბით, 110 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრს შე­ად­გენს. თა­ნამ­გზავ­რი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი კი აჩ­ვე­ნებს, რომ ის პა­ტარ-პა­ტა­რა ყი­ნუ­ლე­ბად იშ­ლე­ბა. მეც­ნი­ერ­თა თქმით, ეს ფაქ­ტი კი­დევ ერთი დას­ტუ­რია კლი­მა­ტის სწრა­ფი ცვლი­ლე­ბის. პრო­ფე­სო­რი ჯენი ტარ­ტო­ნი ამ­ბობს, რომ 1980 წლი­დან ამ დრომ­დე ატ­მოს­ფე­რო აღ­ნიშ­ნულ რე­გი­ონ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3C-ით უფრო თბი­ლია. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, 2019 და 2020 წლებ­ში ზა­ფხულ­ში რე­კორ­დუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ფიქ­სირ­და. პრო­ფე­სორ ენდი შე­ფერ­დის თქმით, თუ ყი­ნუ­ლის დნო­ბის პრო­ცე­სი ასე­თი სის­წრა­ფით გაგ­რძელ­დე­ბა, სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლის­თვის მხო­ლოდ გრენ­ლან­დი­ის დნო­ბის გავ­ლე­ნით, ზღვის დონე და­ახ­ლო­ე­ბით, 7 სმ-ით აი­წევს, რაც  საფრ­თხეს შე­უქ­მნის დაბ­ლობ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს. მკვლე­ვარ­თა პროგ­ნო­ზით, ყო­ვე­ლი­ვე არა­ერ­თი და­სახ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლის დატ­ბორ­ვი­სა და ჩა­ძირ­ვის მი­ზე­ზი გახ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გავ­ლე­ნით ყი­ნუ­ლი დნე­ბა ან­ტარ­ქტი­და­ზეც. 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში ან­ტარ­ქტი­დას გი­გან­ტუ­რი აის­ბერ­გი მოს­წყდა. აის­ბერ­გის, სა­ხე­ლად B49-ის ფარ­თო­ბი, სა­ერ­თო ჯამ­ში, 200 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი იყო, თუმ­ცა, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ის ნა­წი­ლე­ბად და­ი­შა­ლა და შე­დე­გად შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მის აის­ბერ­გე­ბი წარ­მო­იქ­მნა, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი, ყვე­ლა­ზე დიდი აის­ბერ­გის ფარ­თო­ბი ამ ეტაპ­ზე 100 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრს შე­ად­გენს.

წყარო

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.