- “ბატონებო! მეუფე გერასიმეს კურთხევით 20 ივლისს ზუგდიდის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დილის ცხრა საათზე აღევლინება წირვა საქართველოს მთლიანობისთვის, თორმეტ საათზე კი პატივისცემით გიწვევთ ტრაპეზზე სადაც ერი და ბერი ძველი კოლხური ტრადიციისამებრ (გოჭკომური) მაგიდასთან ვისაუბრებთ ერთობისთვის მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხებზე.”
მოპატიჟების ასეთი ტექსტი გაავრცელა წარმოშობით ნარაზენელმა მოქალაქემ გიორგი ბერიშვილმა თავის ფეისბუქგვერდზე. რასაც დღეს უკვე მოჰყვა განხორციელება და ივერიის თვთისმშობლის მშენებარე ეკლესიის ეზოში წირვის შემდეგ გაიმართა ხალხმრავალი ტრაპეზი. ჩვენი ინფორმაციით აქ შეკრებილია 1000-მდე ადამიანი სხვადასხვა ეპარქიიდან.
ტრაპეზის პარალელურად, ეზოში, მოქალაქეთა ჯგუფი აგროვებს ხელმოწერებს, რომელიც ლგბტ თემის პროპაგანდისტული საქმიანობის აღკვეთას მოიაზრებს. ხელმოწერის შემგროვებლები ჟურნალისტებს აგრესიულად ესაუბრებიან და თავიანთ ვიანაობას მალავენ..