- გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებმა, შავი ზღვის გონიო-ანაკლიის აკვატორიაში წყლის სინჯები აიღეს.
გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიღებული შედეგები საშუალებას იძლევა, სპეციალისტებს ჰქონდეთ უფრო ზუსტი ინფორმაცია ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის და ზღვის ბინადრების საარსებო გარემოს შესახებ, რის საფუძველზე შესაძლებელია ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ზღვის გარემოში მიმდინარე ეკოლოგიური ცვლილებების დროული გამოვლენა, შეფასება და ცვლილებების პროგნოზირება.
უწყების ცნობით, შავ ზღვაზე აღებულ სინჯებში მნიშვნელოვანია წყლის სიღრმეში სხვადასხვა ხარისხობრივი პარამეტრის განსაზღვრა, რასაც სპეციალისტები ბოლო დროს შეძენილი თანამედროვე მულტიპარამეტრული ზონდის დახმარებით ახორციელებენ. აღნიშნული ხელსაწყოს საშუალებით შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის მონაცემების მიღება და 100 მეტრის სიღრმეში წყლის ისეთი ფიზიკო-ქიმიური პარამეტრების განისაზღვრა, როგორიცაა ტემპერატურა, მარილიანობა, pH, ხსნადი ჟანგბადი, ქლოროფილი, გამჭვირვალობა და სხვა.
პროცესს მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან ერთად დაესწრო.