“ზუგდიდელები.გე” საბავშვო ფოტოკონკურსს აცხადებს. გამოაგზავნეთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე zugdidelebi@yahoo.com /კონკურსისათვის/ თქვენი პატარის, 1-დან – 3-წლამდე ასაკის ბავშვის ფოტო, რომელიც საიტზე გამოქვეყნდება რუბრიკით ,,მე უკვე დიდი ვარ…” საუკეთესო ფოტო შეირჩევა მკითხველის მოწონების, ანუ ლაიკების მიხედვით. გამარჯვებულ პატარას სიურპრიზი ელოდება.ფოტოები გამოაგზავნეთ 25 ნოემბრამდე. 26 ნოემბერს ისინი უკვე საიტზე გამოქვეყნდება. საუკეთესო ფოტო გამოვლინდება 31 დეკემბრამდე, რა თქმა უნდა, მას განსაზღვრავს ფოტოს მნახველთა რაოდენობა.
ამ ფოტოზე გამოსახული ,,დიდი გოგონა” დედიკოს ფეხსაცმლებით კი, მარიამ ღვინჯილიაა, – ექიმების მურად ღვინჯილიასა და ირინა მიშველიას, ჯერ-ჯერობით, ერთადერთი ქალიშვილი. სწორედ ამ ფოტოს გამოჩენამ ფეისბუქზე შთაგვაგონა გამოგვეცხადებინა საბავშვო ფოტოკონკურსი და მარიამიც, ავტომატურად, გახადა ამ კონკურსის სარეკლამო სახე. თქვენს პატარასაც ექნება ალბათ მსგავსი შინაარსის ფოტოები. გამოგვიგზავნეთ, შემოგვიერთდით.