გიორგი ცაგარეიშვილი-დევნილთათვის განკუთვნილი ბინების მშენებლობა 2025-2027 წლებში დასრულდება და 6 000-მდე ოჯახი განსახლდება


  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, პარლამენტში, განსახლების სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა. გიორგი ცაგარეიშვილმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებს, 2024 წლის მონაცემები და სამომავლო გეგმები გააცნო.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავში, თბილისსა და ბორჯომში, აქტიურად მიმდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთათვის განკუთვნილი ბინების მშენებლობა. გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, ხუთივე ქალაქში, სამუშაოები, ეტაპობრივად, 2025-2027 წლებში დასრულდება და 6 000-მდე ოჯახი განსახლდება.

კომიტეტის სხდომაზე, მინისტრის მოადგილემ, „სოფლად სახლისა“ და „უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების“ პროგრამებზეც ისაუბრა.

გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამების მიზანი, ოჯახებისთვის, ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!