გიორგი ჩიქოვანმა საკრებულო დატოვა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების”თავმჯდომარემ გიორგი ჩიქოვანმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დღეს საკრებულო დატოვა.  განცხადება დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ გააცნო. როგორც ლაშა გოგიამ  საკრებულოს აცნობა, გიორგი ჩიქოვანს განცხადებაში არ აქვს მითითებული საკრებულოს დატოვების მიზეზი, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ მას საჯარო სამსახურში სურს მუშაობის გაგრძელება.
საკრებულოს თავმჯდომარის ცნობით, გიორგი ჩიქოვანის ადგილს დაიკავებს პარტია „კონსერვატორებიდან“ რევაზ ფიფია. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.