- ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობასა და საარჩევნო საკითხების შესახებ მათი ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ამომრჩევლის როლს დემოკრატიული პროცესის განვითარებაში და ისაუბრა იმ აქტივობებზე, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩეველთა ინფორმირებისა და ჩართულობის გასაძლიერებლად ხორციელდება.