- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში გაიმართა ჩხოროწყუელი ახალგაზრდა პოეტის გიორგი გულუას პოეზიის საღამო.
ახალგაზრდა პოეტმა საზოგადოებას მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და დამსწრე საზოგადოებას, თავის გულშემატკივრებს მისი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი წაუკითხა.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა ბიბლიოთეკის დირექტორი მადონა მაქაცარია. მან პოეტს დაბადების დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.