გიორგი გახარია – STOPCOV ფონდის თანხას მეორე ტალღისთვის ვინახავთ – ამ ფულს თქვენი რჩევების მიხედვით გამოვიყენებ

  • პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობა STOPCOV ფონდში აკუმულირებულ თანხას მეორე ტალღისთვის ინახავს. პრემიერმა პარლამეტნში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დასმულ კითხვებზე პასუხისას აღნიშნა, რომ ფონდის თანხა დეპუტატების რჩევების გათვალისწინებით დაიხარჯება.

„ვინახავთ მეორე ტალღისთვის. მოგეხსენებათ ამ კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა არაპროგნოზირებადობაა. ჩვენ მზად ვართ, რომ წლის ბოლომდე ქვეყნის ფინანსური მდგრადობა არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი. ბატონებო, ამ ფონდის ფულს თქვენი რჩევების მიხედვით გამოვიყენებ. ამას გაგახსენებთ, პოლიტიკური სპეკულირება რომ არ დაიწყოთ გეტყვით, როგორც გვირჩიეთ ისე გამოვიყენეთ-მეთქი,“-აღნიშნა გახარიამ.

ცნობისთვის, STOPCOV ფონდში დაგროვილი თანხა 133.5 მილიონი ლარია.

წყარო

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.