გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს:

“პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას  ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.  გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს. როგორც ცნობილია, 31 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი”, – ნათქვამია პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × two =

Akismet ანტისპამი