გიდგათ საძინებელში მარილისა და ძმრის ხსნარით სავსე ჭიქა?

ხდება ასე, მიდიხარ ადამიანთან სტუმრად და ხედავ, მთელ სახლში როგორ დგას წყლის სავსე ჭიქები – რა ბინძური ყოფილა, გაიფიქრებ. მაგრამ ეს ძალიან სასარგებლო და გათვლილი გადაწყვეტაა. დიდი ალბათობით, ჭიქა ძმრითან და მარილითაა სავსე. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ სახლში ენერგია გაასუფთავო. თუ მუდმივ დაღლილოაბასა და მოწყენილობას გრძნობთ, გარესამყაროსადმი აპათიას, შესაძლოა, ნეგატიური ენერგეტიკა დაგიგროვდათ. სტუმრად მოსული ადამიანებიც არ არიან ყოველთვის კეთილგანწყობილები, ან უბრალოდ შურთ. ჩვენ მოგითხრობთ, თუ როგორ გაუმკლავდეთ ამას.
მარილი ნეგატივის მოსაშორებლად
ინგრედიენტები
• 1 ჭიქა წყალი
• 1 ს.კ. ძმარი
• 1 ჩ.კ. მარილი
• მომზადება და გამოყენება:
შეურიეთ ინგრედიენტები ჭიქაში, მარილი არ უნდა გაიხსნას.დადგით ჭიქა ისეთ ადგილას, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ. მაგალითად, საძინებელში ან მისაღებში. ყოველ ადგილას ახალი ჭიქაა საჭირო სითხით. 24 საათში შეხედეთ, ამოტივტივდა თუ არა მარილი. თუ კი – გარეცხეთ ჭიქა და ჩაატარეთ ახალი პროცედურა. გაიმეორეთ ასე, სანამ მარილი ამოტივტივებას შეწყვეტს. ეს გახლავთ ნიშანი იმისა, რომ სახლი გაიწმინდა.ამ მეთოდს მეცნიერული ახსნაც აქვს. მარილი ჰაერს უარყოფითი იონებით აღავსებს, რომლებიც თავის მხრივ დადებით ვიბრაციებს ქმნის. ეს გახლავთ შესანიშნავი პროცედურა, რომელიც სწრაფად გაწმინდავს სახლს ენერგეტიკულ დონეზე.
ვივიენის პირადი რჩევა
საცხოვრებლის ნეგატივისგან დასაცავად, ჩაატარეთ არომათერაპიის სეანსები. ასევე, სახლში ცოცხალი ენერგიაც უნდა იყოს – მცენარეები და ცხოველები.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.