გიგი კაცია 1700-მდე რეიტინგ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა


  • 12–16 ნოემბერს ქალაქ ფოთში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ჭადრაკში, რომელიც 2100 და 1700-მდე რეიტინგ კატეგორიებში ჩატარდა, 1700-მდე კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ზუგდიდელმა მოჭადრაკემ, გიგი კაციამ (1480) მოიპოვა.

გიგი კაციამ ჩემპიონატზე 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა და საპრიზო ადგილის პარალელურად, ფიდეს რეიტინგი 139 პუნქტით გაიუმჯობესა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

18 − four =

Akismet ანტისპამი