გიგა ფარულავა-უმთავრესი პრინციპი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ პარტიები, ეს არის ბალანსის პრინციპი, რომ არ შეიქმნას კრიზისი


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ზუგდიდი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ თავმჯდომარის პოსტზე მისი პარტიიდან კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით, არცერთ პარტიასთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

“პირველი და უმთავრესი რაც არის ჩვენი პრინციპი არის უცვლელი. ჩვენ სისტემურ კოალიციას არცერთ პარტიასთან, არც “ქართულ ოცნებასთან” და არც “ნაციონალურ მოძრაობასთან” არ შევქმნით. ჩვენ საკრებულოს სხდომაზეც ვთქვით, რომ კონსულტაციები არ იქნებოდა. საჯაროდ დავაფიქსირეთ, რომ სამმხრივი მოლაპარაკება ყოფილიყო. უმთავრესი რაც არის, ჩვენ მოსახლეობამ მოგვანიჭა ბალანსის გასაღები. მათ ხმა მისცეს მუნიციპალურ დონეზე, დაბალანსებულ საკრებულოს. თუ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხდებიან ერთმანეთში, კი ბატონო, მხარს ვუჭერთ, არ მივდივართ მათ წინააღმდეგ. უმთავრესი პრინციპი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ პარტიები, ეს არის ბალანსის პრინციპი, რომ არ შეიქმნას კრიზისი. ამ ეტაპზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს. სამწუხაროდ, არცერთი პარტიისგან არ ყოფილა გამოხმაურება”, – განაცხადა ფარულავამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!