გიგანტური ოქროს კუბი ნიუ იორკის პარკში, რომლის ღირებულება 12 მლნ დოლარია


  • ნიუ იორ­კის ცენ­ტრა­ლურ პარკში კუბი დად­გეს, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ოქ­როს­გა­ნაა შექ­მნი­ლი. მე­დი­ა­ში მას “იდუ­მა­ლი კუბი” უწო­დეს. ნა­კე­თო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 12 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია და 186 კი­ლოგ­რამს იწო­ნის. ის 24-კა­რა­ტი­ა­ნი ოქ­როს­გან შედ­გე­ბა.

ოქ­როს კუბს დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი არ აკ­ლია, მის ფონ­ზე იღე­ბენ ფო­ტო­ებს და ნა­კე­თო­ბის შე­სა­ხებ თა­ვი­ანთ აზრს გა­მოთ­ქვა­მენ. კუბს დაც­ვის ოფიც­რე­ბი იცა­ვენ.

ის გერ­მა­ნე­ლი ხე­ლო­ვა­ნის, ნი­კა­ლას კას­ტე­ლოს შე­მოქ­მე­დე­ბაა. ავ­ტორ­მა მას “კას­ტე­ლოს კუბი“ და­არ­ქვა.

ნა­მუ­შე­ვა­რი არ იყი­დე­ბა, ხე­ლო­ვა­ნის გუნ­დის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ “კას­ტე­ლოს კუბი“ შვე­ი­ცა­რი­ა­შია დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ის ჩა­მო­ას­ხეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­ნა­კე­თი ღუ­მე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, რად­გა­ნაც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ოქ­როს რა­ო­დე­ნო­ბის გამო და უკე­თე­სი დნო­ბის­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ცუ­ლო­ბის და­ნად­გა­რი იყო სა­ჭი­რო.

ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი “ინ­სტაგ­რამ­ზე“ ნი­კა­ლას კას­ტე­ლოს მე­უღ­ლემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ნა­მუ­შე­ვარს “მა­გი­უ­რი” უწო­და.

დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის დიდი ნა­წი­ლი კუ­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი არ არის და თვლი­ან, რომ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ნა­მუ­შე­ვა­რია, ზო­გი­ერ­თი კი მი­იჩ­ნევს, რომ ოქ­როს კუბს შთამ­ბეჭ­და­ვი ანა­რეკ­ლე­ბი აქვს და ძა­ლი­ან ლა­მა­ზია.

თა­ვად კას­ტე­ლო ამ­ბობს, რომ ეს არის ხე­ლოვ­ნე­ბის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ნი­მუ­ში – “მსურ­და შე­მექ­მნა ისე­თი რამ, რაც ჩვე­ნი სამ­ყა­როს მიღ­მაა, რაც არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რია. მისი შექ­მნის იდეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია 21-ე სა­უ­კუ­ნის გან­ვი­თა­რე­ბად კულ­ტუ­რულ ეკო­სის­ტე­მა­ზე, კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა­ზე და უძ­ვე­ლეს მსოფ­ლი­ო­ზე, სა­დაც ოქრო ყვე­ლა­ფე­რი იყო“, – ამ­ბობს ხე­ლო­ვა­ნი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ხე­ლო­ვან­მა თა­ვი­სი პი­რა­დი “ქო­ი­ნე­ბი” გა­ყი­და იმის­თვის, რომ პრო­ექ­ტი და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × four =

Akismet ანტისპამი