გერმანიის ელჩის მოადგილე კახათის საჯარო სკოლაში


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის პირველ საჯარო სკოლას ეწვია გერმანიის ელჩის მოადგილე ქალბატონი ტანია ჰუტი-ამის შესახებ სკოლის დირექტორი მანანა მებონია თავის ფეისბუქგვერდზე წერს.

“12 აპრილს სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის N1 საჯარო სკოლას ეწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი, ელჩის მოადგილე ქალბატონი ტანია ჰუტი. მას სამუშაო შეხვედრები ჰქონდა სკოლის დირექტორთან, გერმანული ენის მასწავლებლებთან და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან.ქალბატონი ტანია ჰუტი პოლიტიკის, კულტურისა და სამართლებრივ განყოფილებას ხელმძღვანელობს საელჩოში. ის აღფრთოვანებას გამოხატავდა ჩვენს სკოლაში „პაშის“ პროექტის მიღწევების, პროექტის ხელმძღვანელის ნონა დარასელიას მაღალი პროფესიონალიზმის და სკოლაში არსებული საწავლო გარემოს გამო. ქალბატონმა ტანია ჰუტმა სკოლის დირექციას, მასწავლებლებს და მოსწავლეებს გააცნო მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები…წარმატებები ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, კურსდამთავრებულებს და მასწავლებლებს”.-წერს მანანა მებონია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!