გერბისა და დროშის ნიმუშები გამოვლინდა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 20 აგვისტოს შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის სიმბოლიკის შექმნასთან დაკავშირებით. დროებითმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა საკონკურსო პირობები, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადდა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს. დღეს 16 ოქტომბერს 14:00 სთ-ზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის სიმბოლიკის შექმნასთან დაკავშირებული კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ განხილულ იქნა კონკურსის წესით წარდგენილი გერბისა და დროშის ნიმუშები. კომისიამ იმსჯელა და გამარჯვებულად გამოავლინა კონკურსატ მირიან კიკნაძის მიერ წარმოდგენილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროში ნიმუშები, რომელსაც დროებითი სამუშაო ჯგუფი წარუდგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დასამტკიცებლად ჰერალდიკის საბჭოსთან შეთანხმებით.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!