გენადი ყურაშვილის ხსოვნას


შენი გარდაცვალების დღეა 10 თებერვალი. იმ დღეს, ცა ჩამომემხო. დაუჯერებელი იყო ჩემთვის, რომ ადამიანს, ვისაც სიცოცხლე ისე უყვარდა როგორც შენ, საკუთარი ნებით უარი ეთქვა მასზე. გამორჩეული ადამიანი იყავი, საკუთარი ოჯახის, დედმამიშვილების, მეგობრების, ახლობლების, ყველაფერი ტრადიციულის ერთგული. ადამიანი, რომელმაც იცოდა სიკეთის ფასი და არც არასდროს იშურებდა მის აუწონავად გაცემას.

ადამიანი, რომელიც ყველა ადამიანურ თვისებაში სამაგალითო და მისაბაძი იყავი. ალბათ, შენი  დიდსულოვნება და კეთილშობილება იყო მიზეზი, რომ გძლია ბოროტმა და მიგაღებინა საშინელი გადაწყვეტილება, წასულიყავი საკუთარი თავის წინააღმდეგ. ვერავინ იტყვის შენზე სულით ავადმყოფი იყოო, შენ შენს ირგვლივ შექმნილი სიტუაციის მსხვერპლი ხარ, რომელსაც დრო გამოააშკარავებს. შენი სახეშეცვლილი ფოტოების ნახვა დღეს გულს გვიკლავს, ჩვენ, შენ ასეთი არ გვახსოვხარ და არც ასეთს არ დაგიმახსოვრებთ.  შენს და-ძმებს, დიდი სურვილი გვაქვს ისეთივე თვისებების იყოს შენი ერთადერთი ვაჟიშვილი ნუგო, როგორიც შენ იყავი. დარწმუნებული ვარ, სასუფევლიდანაც მიადევნებ თვალ-ყურს მის ცხოვრებას, საქმიანობას, სწავლას და იცავ მის მომავალს. …და არა მარტო მას მიადევნებ თვალს, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც ამ ცხოვრებაში გული გატკინა. დარწმუნებული ვართ, უფალი ყველას მიაგებს…

ამბობენ, იმ ადგილზე, სადაც ძმის შეცხადების დროს დის ცრემლი ეწვეთება, ბალახიც კი არ ამოდისო, იმდენად დიდია და-ძმის სიყვარული და განსაკუთრებით ჩვენი, რადგან ჩვენ ნაბოლარა და-ძმა ვიყავით. მიყვარხარ ძმაო, გეფერები, სასუფეველში სიმშვიდე დაიმკვიდროს შენმა სულმა. სანამ ვარსებობთ ამ ქვეყანაზე, მარადიული იქნება შენი ხსოვნა.

თინათინ ყურაშვილი

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!