,,გემი მალე მიადგება ნაპირს“


დღეს, 27 სექტემბერს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის საყმაწვილო თეატრმა  (ხელმძღვანელი მერაბ კაკალია),
სასახლის დარბაზში, მაყურებელს უჩვენა  პრემიერა ,,გემი მალე მიადგება ნაპირს“ (დ.ტურაშვილის პიესის ,,ორი კუნძული შავ ზღვაში“ მიხედვით), რომელიც აფხაზეთში დაღუპული მეომრების ხსოვნას მიეძღვნა. სპექტაკლმა მაყურებლის მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. ნორჩი მსახიოები და რეჟისორი დარბაზმა დიდი ხანი არ გაუშვა სცენიდან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=2qqcQf3VuwY[/embedyt]

სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, სცენაზე ავიდნენ ქალაქ ზუგდიდის მერიის, აფხაზეთის მთავრობის, ზუგდიდის თეატრის წარმომადგენლები და მადლობა გადაუხადეს ახალგაზრდული საყმაწვილო თეატრის მსახიობებს და ხელმძღვანელს საუკეთესო სპექტაკლისთვის.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!