ფერმერებს იჯარით აღებული მიწის ნაკვეთების შეძენა 25-პროცენტიანი ფასდაკლებით შეეძლებათ


  • დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული შეღავათები დაუწესდეთ ფერმერებს, რომლებსაც იჯარით აღებული მიწის გამოსყიდვა სურთ. კერძოდ, ფერმერები, რომლებსაც შედარებით მცირე მიწის ნაკვეთები იჯარით აქვთ აღებული, მის შეძენას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 2000-მდე მოიჯარეს შეეხება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

20 − twelve =

Akismet ანტისპამი