ზუგდიდის მერიასთან შეკრებილმა გარემოვაჭრეებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გადაინაცვლეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ გუბერნატორ ლევან შონიასთან შეხვედრას. მოვაჭრეებთან იმყოფებოდა „ენმ“-ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საკრებულოს წევრი ანა წითლიძე.
მან რამდენიმე გარემოვაჭრესთან ერთად, სცადა შენობაში შესვლა, მაგრამ სამართალდამცავებმა არ მისცეს ამის საშუალება. მოგვიანებით, პოლიციამ ოპოზიციონერი დეპუტატი შეუშვა. „ენმ“ წარმომადგენელსა და გუბერნატორს შორის შეხვედრამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა. შეხვედრიდან გამოსულმა ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ გუბერნატორთან შეხვედრა კონსტრუქციული იყო. „უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოვაჭრეები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.“
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობიდან გადმოინაცვლეეს ზუგდიდის მერიასთან. მერს შეხვდა ანა წითლიძე, რომელმაც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „გარემოვაჭრეების თხოვნა იყო, მანამ, სანამ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და დაიწყება გარევაჭრობის საჯარო განხილვა და იქნება გადაწყვეტილება მიღებული დაერთოთ უფლება, ისევ კონკრეტულ ადგილებზე გააგრძელონ მუშაობა. ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და დაიწყოს საჯარო განხილვები. მაგრამ ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ დროებით ამ ადამიანებს მიეცეს იმ ადგილებზე მუშაობის საშუალება.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ZJz_RnNKbNg[/embedyt]
მერის გადაწყვეტილებით, გარემოვაჭრეები უკმაყოფილო დარნენ. მათ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ, გვიან ღამით, ისევ გამოიტანენ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებზე თავიანთ სავაჭრო დახლებს და ისევ გააგრძელებენ გარევაჭრობას.