გარდაცვლილია 30 წლის გიგა ოთხოზორია


აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში ადასტურებენ აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარ  შემთხვევას, ინფორმაციას, რომ  გარდაცვლილია გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია,რომელიც დროებით ზუგდიდში ცხოვრობდა. ახალგაზრდა, 30 წლის მამაკაცის  ცხედარი ამ დროისთვის ქუთაისის ექსპერტიზაშია გადასვენებული.