გარდაიცვალა ჯემალ ქირია


  • გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მწერალი ჯემალ ქირია. მისი მეგობარი, მწერალი მურად ჭანტურია თავის ფეისბუქგვერდზე იხსენებს ჯემალ ქირია და წერს:
“გარდაიცვალა ჩემი ძვირფასი მეგობარი, ცნობილი ქართველი მწერალი ჯემალ ქირია…
დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახს – მეუღლეს ნათელა წერეთელს, შვილებს, ახლობლებს, მეგობრებს…
ღმერთო ნათელში ამყოფე ჯემალ ქირიას კეთილი სული, რომელიც დღეის შემდეგ თავისი წიგნებიდან მოეფერება, გაახარებს, ჩააფიქრებს, იმედს შემატებს ქართველ მკითხველს!”.
ჯემალ ქირიაზე თავის ფეისბუქგვერდზე წერს ცნობილი მწერალი ზვიად კვარაცხელიაც:
“ბოლო წლებში, კვირა არ გავიდოდა, რომ არ გვესაუბრა. კეთილი ბერიკაცი ჩუმად, ფეხაკრეფით შემოვიდოდა გამომცემლობაში, – დიდხანს არ შეგაწუხებო, იმ რამდენიმე წუთში უშურველად გასცემდა ადამიანურ სითბოსა და ყოველთვის საჭირო სიტყვებს გეტყოდა.
ზუგდიდის მიწა მიიბარებს. მწერლის სახელი და წიგნები კი განაგრძობს ცხოვრებას. მიხარია, რომ ჯემალ ქირიას ბრწყინვალე ზუგდიდური საგა „მანცხვარკარი“ მოვასწარით მის სიცოცხლეშივე და ამით ბედნიერი „მარადი მხედარის“ ავტორი ვნახე სულ რამდენიმე კვირის წინ.
ნათელში იყოს.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!