გარდაიცვალა ცნობილი ლოტბარი ომარ ნოდია


  • გარდაიცვალა ცნობილი ლოტბარი, წლების განმავლობაში ანსამბლ “ჩელას” ხელმძღვანელი ომარ ნოდია. ადამიანი, ვინც მისი ცხოვრება, შემოქმედება ქართულ ხალხურ ცეკვასა და სიმღერას, მის განვითარებასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა.

ანსამბლ “ჩელას” არაერთი წარმატება უკავშირდება უშუალოდ მის სახელს. ომარ ნოდიამ იცოდა, რომ “ჩელა” იყო ზუგდიდელების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც და ყველაფერს აკეთებდა, რომ ანსამბლი ყოფილიყო ისეთივე ძლიერი და ომახიანი, როგორც ადრე და მტკივნეულად განიცდიდა ყველა იმ საკითხს, რომელიც “ჩელას” მომავალთან იყო დაკავშირებული.
არიან ადამიანები, ვინც საზოგადო საქმესაც იმ შემართებით და სიყვარულით აკეთებენ, როგორც საკუთარს და საოჯახოს,–”ჩელა” იყო ბატონი ომარის უპირველესი ოჯახი და ბოლომდე უერთგულა კიდეც მას.
სანამ იარსებებს ანსამბლ “ჩელას” ისტორია, იარსებებს ომარ ნოდიას სახელიც, “ჩელას” სხვა, ღირსეულ, ხელმძღვანელთან და წევრებთან ერთად.
სასუფეველი მას.

ზუგდიდელების სახელით ზუგდიდელები.გე


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!