გარდაიცვალა დამსახურებული ექიმი ნონა წასიძე

ზუგდიდში, დღეს, საქართველოს დამსახურებულ ექიმს, ღირსების ორდენის კავალერს, ქალბატონ ნონა წასიძეს დაკრძალავენ. ნონა წასიძე 27 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქალაქ ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოს. ალბათ არ დარჩენილა სამეგრელოს რეგიონში ოჯახი, ვისაც არ ეიმედებოდა და ვისაც არ მიწვდომია ქალბატონ ნონას გულისხმიერება და თანადგომის საოცარი უნარი. ქალბატონი ნონა წასიძე ცნობილი კარდიოლოგის, აწგანსვენებული ბატონ გურამ კვარაცხელიას მეუღლე გახლდათ და ეს ფაქტი უკვე საკმარისია იმისთვის, ადამიანმა გაიაზროს, რას ნიშნავდა ამ წყვილის ღვაწლი ქალაქისთვის და მისი მოსახლეობისთვის. 
სასუფეველი მათ ხსოვნას

მოგეწონა? - გააზიარე!: