განმუხურში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე „ბლექს  სი რივერას“ წარმომადგენლებმა, წარმოადგინეს სოფ. განმუხურში ხუთვარსკლავიანი სასტუმროს პროექტის პრეზენტაცია. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს, საპროექტო ტერიტორიებზე, და დაგეგმარების საკითხებზე. პროექტის მიხედვით, მოეწყობა კაფეები, მოედნები, შადრევნები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, სასტუმროს შენება დაიწყება ძალიან მალე და გასტანს ორ წელიწადს. მშენებლობაში დასაქმდება დაახლოებით ორიათასამდე ადგილობრივი. სასტუმრო როცა დაიწყებს ფუნქციონირებას, 200 – მდე განმუხურელი დასაქმდება. ეს იქნება პირველი სასტუმრო განმუხურში.

.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=CzceDLNTWUU[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!