- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურისა და კოკის ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საავტომობილო გზის მოწყობა კოკში, ნალიმის უბანში მიმდინარეობს, სადაც გზა 1500 მეტრზე იგება, გზასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები. პროექტის ღირებულება 540 996 ლარია.
უწყების ცნობით, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს განმუხურში, ტაბიძის ქუჩაზეც, სადაც პროექტის საერთო ღირებულება 279 996 ათასი ლარია.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ხორციელდება.
