- დღეს, მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში, გაიმართა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, პირველი კურსის სტუდენტის ლიზა ვეკუას ნამუშევრების მეორე პერსონალური გამოფენა.
გამოფენის სახელწოდება გახლდათ მრავალფეროვნება. როგორც ლიზა “ზუგდიდელებთან” ამბობს, მისი თითოეული ნამუშევარი არის განსხვავებული. “ვფიქრობ, სწორედ ეს განსხვავებულობა და ინდივიდუალიზმი ქმნის ამ მრავალფეროვნებას. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო სამხატვრო გალერეას მხარდაჭერისთვის”.
გამოფენა გაგრძელდება 2 მარტამდე.
